ძალიან მკაფიო პოზიცია არის ჩვენთან - ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ვინც საქართველოში დღეს მოდიან, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის ჩვენი სამეზობლოდან, ალბათ საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო ყოველთვის გახსნილი იყო და გახსნილია. ეს იყო ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ათწლეულების განმავლობაში, რო, ჩვენ მოვიზიდოთ ადამიანები საქმიანობისთვის და ასეთ გახსნილი, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები გვაქვს ზოგადად ქვეყანას ხო? ამიტომ ადამიანები, რომლებიც რეალურად რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტოლერანტობა, რომელიც ეგეთი იყო ყოველთვის რეალურად - ჩვენ ეროვნების მიუხედავად და სხვა მახასიათებლის მიუხედავად, ეს იქნება რელიგია და სხვა და სხვა, ჩვენ მივცეთ ადამიანებს სწორად, ლეგალურად და კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება.
საქართველოს მთავრობა
დავითაშვილი: ეროვნების მიუხედავად, ადამიანს საქმის ლეგალურად კეთების საშუალება უნდა მივცეთ
tbl.ge/5wdu
დაკოპირდა

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




