რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტრამპი: აშშ-მ თავის F-22 თვითმფრინავებზე ჩინეთის დროშა უნდა გამოსახოს და რუსეთი გადაბომბოს

დონალდ ტრამპი
Joe Raedle / Getty Images

რესპუბლიკური პარტიის დონორებთან შეხვედრისას ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე ისაუბრა და NATO-ს "ქაღალდის ვეფხვი" უწოდა. ტრამპმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავის F-22 თვითმფრინავებზე ჩინეთის დროშა უნდა გამოსახოს და "რუსეთი გადაბომბოს".

"როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვიღებთ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ამ მასშტაბურ დანაშაულს? ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება, ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაგრძელების უფლება მივცეთ". – თქვა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ის უბიძგებდა NATO-ში შემავალ ქვეყნებს, რომ საერთო თავდაცვისთვის მეტი თანხები გამოეყოთ. მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მებრძოლის ტონით მეტად უნდა ისაუბროს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები