კონცერტი

6 მარტს კრემლის სასახლეში სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერდწითელი და А-СТУДИО იმღერებენ

Be Funky

8 მარტამდე ორი დღით ადრე, კრემლის სასახლეში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

კრემლთან არსებული საკონცერტო დარბაზში, როგორც წესი რუსეთის მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი მუსიკოსების წარმოდგენები იმართება. სარვამარტო კონცერტზე ვლადიმირ პუტინის რეჟისმის აქტიური მხარდამჭერები, მათ შორის ნიკოლაი ბასკოვი, ლევ ლეშენკო და იგორ კრუტოი წარსდგებიან.

კონცერტში მონაწილეობას იღებენ ქართველი შემსრულებლებიც თამარ გვერდწითელი და სოსო პავლიაშვილი, ასევე ჯგუფ А-СТУДИО-ს წევრი ქეთა თოფურია.

6 მარტს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში უკრაინაში ომის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იგეგმება.

კომენტარები