კონცერტი

გიდონ კრემერი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ კონცერტს გამართავს

www.festivalkrumlov.cz

ვირტუოზი მევიოლინე გიდონ კრემერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ კონცერტის გამართვას აპირებს. კოცერტი პუტინის რეჟიმის მიერ დევნილი რუსი ოპოზიციონერების მხარდასაჭერად ბერლინში გაიმართება. კონცერტის თარიღად კრემერმა 7 ოქტომბერი შეარჩია. ამ დღეს რუსი ჟურნალისტის და უფლებადამცველის ანა პოლიტკოვსკაიას გარდაცვალების დღეა. პოლიტკოვსკაია 2006 წელს მას შემდეგ მოკლეს, რაც პუტინის რეჟიმი საჯაროდ გააკრიტიკა.

კონცერტზე ძირითადად წარმოდგენილი იქნება რუსი კომპოზიტორების ნაწარმოებები და ასევე ერთი ახალი კომპოზიცია - Angels of Sorrow - რომელიც ქართველ კოპოზიტორს, გია ყანჩელს ეკუთვნის და პატიმარ მიხაილ ხადარკოვსკის ეძღვნება.

როგორც კრემერი აღნიშნავს, კონცერტი საპროტესტო აქტზე უფრო მეტად, რუსეთის მხარდასაჭერი აქცია იქნება. "ნუთუ ჩვენი სამოქალაქო ვალი არ არის, რომ ვუპასუხოთ ჩვენი დროის კონფლიქტებს? მე არ ვარ მზად ბარიკადებთან დავდგე, ჩემი ადგილი სცენაზეა. ვფიქრობ, ყველამ უნდა იბრძოლოს იმ იარაღით, რაც გააჩნია", - აღნიშნავს გიდონ კრემერი ჟურნალ Snob-თან საუბრისას. მან თავი შეიკავა იმ ხელოვანების გაკრიტიკებისგან, რომლებმაც სხვა გზა აირჩიეს და პუტინის წინააღმდეგ პროტესტს არ გამოხატავენ.

ბერლინში გასამართი კონცერტისთვის კრემერი აგროვებს ხელოვანებს, რომლებიც, როგორც თვითონ აღნიშნავს, მასავით აზროვნებენ. მათ შორის არიან მსოფლიოში ცნობილი პიანისტები მარტა არგერიხი, ხატია ბუნიათიშვილი და დანიელ ბარნბოიმი.

კომენტარები