კონცერტი

11 აპრილს ქართველი და უკრაინელი მუსიკოსები საქველმოქმედო ტელემარათონს გამართავენ

TKT.ge

11 აპრილს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ქართველი და უკრაინელი არტისტები საქველმოქმედო ტელემარათონს გამართავენ.

კონცერტი უკრაინაში თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ეძღვნება. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ხალხს მოხმარდება.

ტელემარათონს მსახიობი ნინო კასრაძე წაიყვანს, ღონისძიების სპეციალური სტუმარია უკრაინელი ჟურნალისტი მაშა ეფროსონინა შემსრულებელთა სრული სია კი ასე გამოიყურება:

  • ლვოვის საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრი
  • საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით
  • სუხიშვილები
  • ჯამალა
  • ნინო ქათამაძე
  • ბექა გოჩიაშვილი
  • გიორგი ცაგარელი
  • სოფო ბათილაშვილი
  • ლიზი რამიშვილი
  • პაპუნა შარიქაძე
  • თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი.

საქველმოქმედო ტელემარათონი 11 აპრილს, 21:30 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 25-დან 45 ლარამდე მერყეობს.

კომენტარები