რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი რუს სამხედროებზე: ეს ძალაუფლების ომი არ არის, გზააბნეული ბავშვების ომია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი ახალ მიმართვაში ამბობს, რომ ერთ კვირაში თითქმის 9 000 რუსი ჯარისკაცია მოკლული. 

ზელენსკის თქმით, უკრაინამ რუსეთს ის გეგმები დაუნგრია, რომელსაც დიდხანს ამზადებდნენ. უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტებს მიმართავს, რომ ისინი მრისხანე პასუხს მიიღებენ.

"ჩვენ ვართ ერი, რომელმაც დაამსხვრია მტრის გეგმები, ერთ კვირაში ჩვენ დავანგრიეთ გეგმები, რომლებსაც წლების განმავლობაში ამზადებდნენ. მტრების მორალური მდგომარეობა უარესდება. კიდევ უფრო მეტი ოკუპანტი გარბის ჩვენგან სახლში. მე გულწრფელად ვარ აღფრთოვანებული იმ უკრაინელებით, რომლებიც შიშველი ხელებით გამოდიან და საკუთარი ქალაქებიდან სდევნიან ოკუპანტებს. მათ შერცხვენით ვაგდებთ! ისევე, როგორც მაშინ, როცა ცდილობენ თავისთვის საჭმელი იშოვონ. ეს ძალაუფლების ომი არ არის, ეს არის ომი გზააბნეული ბავშვების, რომლებიც გამოიყენეს.

ერთ კვირაში თითქმის 9 ათასი რუსი ჯარისკაცია მოკლული. ნიკოლაევის მიმართულებით ვერტმფრენებით უწევთ 19-20 წლის 200-300-მდე ბიჭის წაყვანა", - თქვა მან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები