რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: სადაც არ უნდა შევიდნენ რუსები უკრაინაში, ყველგან გაანადგურებენ

ყველა ოკუპანტმა უნდა იცოდეს: ისინი უკრაინელებისგან მიიღებენ მრისხანე პასუხს. ისეთს, რომლითაც დაიმახსოვრებენ, რომ ჩვენ ჩვენსას არ დავთმობთ.

ჩვენ ვართ ერი, რომელმაც დაამსხვრია მტრის გეგმები, ერთ კვირაში ჩვენ დავანგრიეთ გეგმები, რომლებსაც წლების განმავლობაში ამზადებდნენ. მტრების მორალური მდგომარეობა უარესდება. კიდევ უფრო მეტი ოკუპანტი გარბის ჩვენგან სახლში. მე გულწრფელად ვარ აღფრთოვანებული იმ უკრაინელებით, რომლებიც შიშველი ხელებით გამოდიან და საკუთარი ქალაქებიდან სდევნიან ოკუპანტებს. მათ შერცხვენით ვაგდებთ! ისევე, როგორც მაშინ, როცა ცდილობენ თავისთვის საჭმელი იშოვონ. ეს ძალაუფლების ომი არ არის, არამედ გზააბნეული ბავშვების, რომლებიც გამოიყენეს.

ერთ კვირაში თითქმის 9 ათასი რუსი ჯარისკაცია მოკლული. ნიკოლაევის მიმართულებით ვერტმფრენებით უწევთ 19-20 წლის 200-300 ბიჭის წაყვანა.

ჩვენთვის, უკრაინელებისთვის ეს სამამულო ომია. ჩვენ გვახსოვს, როგორ იწყებოდა ასეთი ომები და ვიცით, რითი მთავრდებოდა ის დამპყრობლებისთვის. სადაც არ უნდა შევიდნენ, ყველგან გაანადგურებენ! ოკუპანტები უკრაინელებისგან წინააღმდეგობას მიიღებენ!

ავრცელებს გამოცემა UNIAN-ი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ნაწილს.

კომენტარები