რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაეროს საერთაშორისო სასამართლო 7-8 მარტს რუსეთის მიმართ უკრაინის სარჩელს განიხილავს

Reuters

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) 7-8 მარტს მოსმენას გამართავს უკრაინის სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ, რუსეთის მიერ გენოციდის დანაშაულის აღკვეთის შესახებ კონვენციის დარღვევის ბრალდებას. 

მოსმენაზე განიხილება უკრაინის მოთხოვნა დროებითი ზომების შესახებაც. უკრაინამ სარჩელი ICJ-ში 26 თებერვალს შეიტანა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები