რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა რუსეთიდან ნავთობის იმპორტს შეწყვეტს და უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის 

ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯასტინ ტრუდო

პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადის მთავრობა სრულად აკრძალავს და შეწყვეტს ნავთობის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან. გარდა ამისა, დახმარების სახით კანადა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის

"ვაცხადებთ ჩვენს განზრახვას, ავკრძალოთ ნედლი ნავთობის იმპორტი რუსეთიდან, ეს არის ინდუსტრია, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი ოლიგარქებისთვის". - თქვა მან.  

ტრუდოს თქმით, კანადა განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ გმირულ ბრძოლაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები