პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატთან ივანიშვილის და მისი გარემოცვის, ქართული ოცნების, მათ შორის, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან. მაშინ, როცა მთელ თავისუფალ მსოფლიოში ყველა ნორმალური მთავრობა დაკავებულია უკრაინის მხარდაჭერით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციის დაკავებით, საკუთარი ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებით, მაშინ, როცა ყველა შემცდარმა სკეპტიკოსმა აღიარა, როგორ ცდებოდნენ, როცა 2008 წელს ნაწილობრივაც კი საქართველოს და მის მთავრობას აბრალებდნენ ომს, ჩვენს ქვეყანას ხელისუფლებაში ჰყავს გუნდი, რომელიც ახლაც დაკავებულია პროპაგანდით, პუტინისტური ნარატივით, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებით იმ ომში, რომელიც 2008 წელს მიმდინარეობდა.
იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარებას იყენებდეს და სარგებლობდეს ამ მომენტით, გვერდში დაუდგეს უკრაინას, რომელიც გვერდში გვედგა 2008 წელს და თან იზრუნოს, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების გამტკიცებაზე გარდაუვალი შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ პუტინის რუსეთისგან, ამის ნაცვლად, ეს კაცი ამ სიბინძურით არის დაკავებული. ეს რეალობა ჩვენ თუ არ შევცვალეთ, მთლიანად ქართული ოცნების გუნდი, ყოველდღე თუ არ ვიმუშავეთ ამისთვის და არ დავაახლოვეთ ეს დღე, ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ზიანი ელის. ეს ხალხი აპირებს, რომ ჩაგვტოვოს ამ ჭაობში, რომელიც იქნება კადიროველების საბოგინო მოედანი.





