მინდა, ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ე.წ მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას და მათ შეცდომაში შეყვანას.
ჩვენი ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა - პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა, უკრაინელი ძმების და დების მიმართ.
ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს.
ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებს. უნდა ითქვას პირდაპირ - მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.
გვახსოვს კარგად, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ მთავარსარდალი





