რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში სპეციალური პროცედურით

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკავშირს უკრაინის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს. მისი თქმით, უკრაინამ ეს დაიმსახურა. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა დერ ლეინერს და მასთან შემდგომი ნაბიჯები განიხილა. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მისაღებად, ახალი პროცედურები უნდა შემუშავდეს. 

"მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყონებლივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურისთვის".- ამბობს ზელენსკი, პარტნიორებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საკმარისი არ არის. 

"ჩვენი მიზანია, ვიყოთ ყველა ევროპელთან ერთად და, რაც მთავარია, ვიყოთ თანაბარ პირობებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია".- ამბობს ზელენსკი. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა Euronews-თან საუბარში თქვა, რომ ევროკავშირს სურს, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები