რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

ბორის ჯონსონი
AP

დიდი ბრიტანეთი რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს, კერძოდ ბრიტანელ ფიზიკურ და ინდივიდუალურ პირებს ეზღუდებათ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, ეროვნულ სარეზერვო ფონდთან და ფინანსთა სამინისტროსთან ფინანსური ოპერაციების განხორციელება

სანქციების მიზანია, შეზღუდოს რუსეთის ეროვნული ბანკის მცდელობა, თავი აარიდოს ბრიტანეთისა და მის პარტნიორების დაწესებულ შეზღუდვებს. ამასთანავე, შეასუსტოს მისი ჩართულობა სავალუტო ოპერაციებში, რათა კიდევ უფრო დასუსტდეს რუსული რუბლი. 

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ამის პარალელურად, მსოფლიო ბანკთაშორისი სისტემიდან, SWIFT-იდან გაირიცხება რამდენიმე რუსული ბანკი. 

ამასთანავე, 27 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა - სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები