რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთს საჰაერო სივრცე კანადამაც ჩაუკეტა

რუსეთს საჰაერო სივრცე კანადამაც ჩაუკეტა. ამის შესახებ Twitter-ზე კანადის ტრანსპორტის მინისტრმა დაწერა.

"დაუყოვნებლივ ამოქმედდება - კანადის საჰაერო სივრცე დაკატელია ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის. ჩვენ რუსეთის პასუხისმგებლობას დავაყენებთ უკრაინაზე არაპროვოცირებული თავდასხმების გამო", - წერს ტრანსპორტის მინისტრი.

დღეს, 27 თებერვალს, რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთმაც.

მანამდე გერმანული გამოცემა ARD-Hauptstadtstudio-ს ჟურნალისტმა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები