რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ომის ფონზე INSTAGRAM-მა რამზან კადიროვის ანგარიში დაბლოკა

რამზან კადიროვი
TASS

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე Instagram-მა რამზან კადიროვის ანგარიში დაბლოკა. ბოლო წლებში კადიროვი იყენებდა ანგარიშს Ya_pomoshnik_kra_95-ს. ანგარიშს 9 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. - გვერდი ახლა მიუწვდომელია.

მანამდე კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც იმუქრებოდა, რომ უკრაინაში ათასობით ჩეჩენ ძალოვანს გაგზავნიდა.

აღსანიშნავია, რომ 26-27 თებერვლის ღამეს გოსტომელის აეროპორტთან ბრძოლებში უკრაინულმა ძალებმა ჩეჩნეთის სპეციალური დანიშნულების რაზმი გაანადგურეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრძოლაში მოკლეს გენერალი მაგომედ ტუშაევი, ჩეჩნეთის სახელმწიფო გვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები