რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Lufthansa რუსეთის მიმართულებით და რუსეთის გავლით ფრენებს 7 დღით აჩერებს

Lufthansa რუსეთის მიმართულებითა და გავლით ფრენებს 7 დღით აჩერებს.

"კომპანიას მჭიდრო კავშირში აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებთან. ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს", - განმარტა Lufthansa-ს წარმომადგენელმა. 

გერმანული მაუწყებლის, ARD-Hauptstadtstudio-ს ჟურნალისტმა სანდო წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები