რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი: უნგრეთი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, მათ შორის SWIFT-ზე, არ დაბლოკავს

პაველ იაბლონსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პაველ იაბლონსკის თქმით, უნგრეთი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, მათ შორის, SWIFT-იდან გარიცხვას არ დაბლოკავს.

"ვესაუბრე პოლონეთში უნგრეთის ელჩს. უნგრეთი არ დაბლოკავს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, მათ შორის SWIFT-ის სისტემასთან დაკავშირებულს." - წერს იაბლონსკი Twitter-ზე.

უკრაინული მხარის თქმით, SWIFT-იდან რუსეთის გარიცხვაზე თანახმაა, იტალია და საფრანგეთი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის SWIFT-დან გათიშვის წინადადებას არ დაბლოკავს. რუსეთის გარიცხვა სურს დიდ ბრიტანეთსაც.

ორი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა გადაწყვიტეს, რუსეთი SWIFT-ის ორგანიზაციიდან არ გაერიცხათ, თუმცა, მისი თქმით, გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.

კომენტარები