რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შიმონიტე: ევროპაში რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვის ძლიერი მოწინააღმდეგეები აღარ დარჩნენ

ლიტვის პრემიერმინისტრის,ინგრიდა შიმონიტეს თქმით, დასავლელი პარტნიორები უახლოვდებიან რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვის გადაწყვეტილებას.

"ჩვენი მიზანია, ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული. ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ, როგოც ჩანს, [ამ გადაწყვეტილების] ძლიერი მოწინააღმდეგეები აღარ დარჩნენ" - თქვა შიმონიტემ.

უკრაინული მხარის თქმით, SWIFT-იდან რუსეთის გარიცხვაზე თანახმაა, იტალია და საფრანგეთი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის SWIFT-დან გათიშვის წინადადებას არ დაბლოკავს. რუსეთის გარიცხვა სურს დიდ ბრიტანეთსაც.

ორი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა გადაწყვიტეს, რუსეთი SWIFT-ის ორგანიზაციიდან არ გაერიცხათ, თუმცა, მისი თქმით, გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.

კომენტარები