რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ჩეხეთმა და ბულგარეთმა რუსეთისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს

უკრაინაზე რუსეთზე თავდასხმის გამო ევროპის ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ჩეხეთმა და ბულგარეთმა რუსეთისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.

რუსეთისთვის საჰაერო სივრცე პირველმა დიდმა ბრიტანეთმა ჩაკეტა. 24 თებერვალს რუსეთისთვის დაწესებულ ახალ სანქციებში რუსული ავიაკომპანია აეროფლოტი მოხვდა. საპასუხოდ, რუსეთმა დიდ ბრიტანეთთან დაკავშირიებული ყველა რეისი და სატრანზიტო ფრენა აკრძალა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო.

კომენტარები