რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენელი: კიევისკენ რუსები მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობას შეხვდნენ

უკრაინელი გვარდიელი კიევში, 2022 წლის 25 თებერვალი
Reuters

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კიევისკენ რუსები იმაზე მეტ წინააღმდეგობას შეხვდნენ, ვიდრე მოელოდნენ. 

"მე არ შემიძლია გითხრათ ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობა, თუ სად არიან ისინი, მაგრამ  ვერ მიიწევენ კიევისკენ ისე სწრაფად, როგორც მოელოდნენ". - თქვა თავდაცვის წარმომადგენელმა. 

უკრაინელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსები კვლავ აგრძელებენ კიევისკენ სვლას. 

"ხარკოვის რაიონში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში საჰაერო ხომალდის დამატებითი ვარდნა არ ყოფილა". -  აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აშშ-ს წარმომადგენლის თქმით, ყველაზე დიდი ცვლილება, რასაც ხედავს, არის სამხრეთის წინსვლა:  ძალები კვლავ მოძრაობენ ხერსონისკენ მდინარეზე, მაგრამ ისინი ასევე ყოფენ ძალებს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ წასასვლელად მარიუპოლისა და დონბასის რეგიონის მიმართულებით. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები