რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

UEFA-ს გადაწყვეტილებით ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება

The Times

UEFA-ს გადაწყვეტილებით 2021/2022 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში არ გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალს პარიზი უმასპინძლებს, თამაში 28 მაისს პარკ დე პრენსის სტადიონზე გაიმართება, რომელიც კლუბ პსჟ-ს ეკუთვნის.

ფინალური მატჩი, სანქტ-პეტერბურგის გაზპრომ არენაზე უნდა გამართულიყო. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა დაახლოებით 70 მილიონი ევრო ჯდება. 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრამდე რამდენიმ დღით ადრე ბრიტანული პრესა UEFA-ს ფინალის გადატანისკენ მოუწოდებდა.

ასოციაციამ შესაძლოა ასევე რუსულ საფეხბურთო კლუბებს ევროტურნირებზე თამაში აუკრძალოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები