2008 წლის ომი

ღარიბაშვილი: ოპონენტების ამოცანაა იმ უბედურების განმეორება, რაც 2008-ში მათ ვერ აირიდეს

უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა, ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ. არაფრის მომცემია, პირიქით, ეს ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ამოცანაა პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების განმეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს. 

2008-ში, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები ომობდნენ თავგანწირვით, მაშინდელი ხელისუფლებამ, კარგად გახსოვთ ყოფილი მთავარსარდალი მიწაზე გართხმული, აჩვენა მთელ მსოფლიოს თავისი სამარცხვინო საქციელი. პარლამენტის წევრები გარბოდნენ საზღვარგარეთ.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები