რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსული ტექნიკა კიევისკენ მიემართება

სუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი ამბობს, რომ რუსებმა ქალაქი კონოტოპი აიღეს და ახლა კიევისკენ მიემართებიან. 

მისი თქმით, სუმის დასახლებები ალყაშია.

"ტექნიკა ქალაქ სუმიდან მიემართება ქალაქ კიევის მიმართულებით, ბევრი ტექნიკაა რომელიც დასავლეთისკენ მიდის". - თქვა მან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები