რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა რუსეთის შესაჩერებლად? – ედვარდ ლუკასის 10-პუნქტიანი გეგმა

ედვარდ ლუკასი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრობის კანდიდატი და პოლიტიკური მიმომხილველი, ედვარდ ლუკასი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას Twitter-ზე ეხმაურება და დასავლეთს მოუწოდებს, აგრესორი ქვეყნისადმი უფრო მკაცრი ნაბიჯები გადადგას. 

ედვარდ ლუკასი წერს, რომ სანქციები არ არის "მაგიური წამალი", რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს, თუმცა, მან ჩამოთვალა 10 პუნქტისგან შემდგარი გეგმა, რომელიც დაუყონებლივ უნდა გადადგან დასავლეთის ქვეყნებმა. 

"რისკისადმი პუტინის მადა იმაზე ბევრად დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ვაცნობიერებდით. თავებს ვიტყუებთ (მეტისმეტად თავდაჯერებული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ის აქამდე არ მივიდოდა), ამიტომაც, დავივიწყოთ საუბარი დასავლურ ერთიანობასა და NATO-ში მიზნის სულისკვეთებაზე. 

თბილი სიტყვები და ამაღლებული სულისკვეთება გარდაცვლილებს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს. სანამ თქვენ ამას კითხულობთ, უკრაინელები ბომბებისგან თავშესაფრებში იმალებიან, ტყვიებს გაურბიან და ხედავენ, როგორ ნადგურდება მათი ოცნებები თავისუფალ, აყვავებულ, სამართლით მართულ დამოუკიდებელ ქვეყანაზე. 

დასავლეთისთვის ეს შესაძლოა, იყოს (კიდევ ერთი) გამოღვიძების ზარი. უკრაინისთვის ეს არის სასიკვდილო დარტყმა. ჩვენ გვექნება წლები (სავარაუდოდ, ათწლეულები) იმისათვის, რომ შევისწავლოთ გულუბრყვილობის, თვითკმაყოფილების, ქედმაღლობისა და ყველაზე მთავარი, სიხარბის კომბინაცია, რამაც ამ კატასტროფამდე მოგვიყვანა. 

თუმცა, ყველაზე დიდი კითხვაა, თუ რა უნდა ვქნათ ახლა. სანქციები არ არის მაგიური წამალი. მაგრამ წარმოგიგდენთ 10-პუნქტიან გეგმას, რა უნდა გაკეთდეს ამ კვირის ბოლომდე (ბევრი სხვა რამეც, მაგრამ ეს მყისიერადაა გასაკეთებელი). 

  • გამოიხმეთ ყველა დასავლელი (NATO, ევროკავშირი, OECD) ელჩი მოსკოვიდან და მათი რუსი კოლეგები შინ გაგზავნეთ. დახურეთ ყველა რუსული საკონსულო და სავაჭრო წარმომადგენლობა. ჩვენ გვჭირდება გაძვალტყავებული საელჩოები და მეტი არაფერი;
  • ეთერიდან ჩამოხსენით RT და სხვა რუსული პროპაგანდის ორგანოები ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს რეგულირებული სამაუწყებლო მედია;
  • დაუწესეთ სავიზო აკრძალვა ყველა სამთავრობო მინისტრს, დუმისა და ფედერაციის საბჭოს ყველა წევრს, ყველა გუბერნატორსა და რუსეთის რეგიონებში ყველა თანამდებობის პირს, ყველა თანამდებობის პირს "ძალოვან სამინისტროებსა" და უშიშროების სააგენტოებში და ალექსეი ნავალნის სიიდან 35 პირს;
  • ასევე მათ მეუღლეებს, შვილებს, შთამომავლებს, მშობლებს და მათთან დაკავშირებულ სხვა პირებს. გამოაცხადეთ ფართო პროგრამა ამ ინდივიდების ანგარიშების გაყინვისა, ასევე კომპანიებისა, რომლებიც დაკავშირებულია კრემლთან ან ეკუთვნით, თუნდაც ნაწილობრივ, კრემლის კრონებს;
  • აუკრძალეთ ამ კომპანიებს ვაჭრობა ლონდონის, ფრანკფურტის, ნიუ-იორკისა და სხვა დასავლურ ფინანსურ ბირჟებზე. შეწყვიტეთ მათთან ვალით, ფასიანი ქაღალდებით და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა;
  • აშშ-მ უნდა გამოაცხადოს, რომ უცხოელი პოლიტიკოსები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც რუსულ სამეთვალყურეო საბჭოებში მუშაობენ, ან კონსულტანტები არიან რუსული კომპანიებისა, დაუყონებლივ უნდა გადადგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უნდა შეიყვანონ შეერთებული შტატების მოგზაურთა შავ სიაში. სხვა ქვეყნებმაც მას უნდა მიბაძონ;
  • ნებისმიერმა იურიდიული კომპანიამ, ბანკმა, საბუღალტრო ფირმამ, საკონსულტაციო კომპანიამ ან სხვა პროფესიული მომსახურების გამწევმა ფირმამ, რომელსაც აქვს ბიზნესურთიერთობა სანქცირებულ რუსულ ორგანიზაციასთან, დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს ასეთი საქმიანობა, ან არადა დაექვემდებაროს იმავე სანქციებს;
  • გამოაცხადეთ დაუყონებლივი სამხედრო წვრთნები ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში;
  • და ბოლოს: ბოდიში მოუხადეთ უკრაინელებს, ესტონელებს, ლატვიელებს, ლიტველებს, პოლონელებს, ჩეხებს, სლოვაკებს (და რუსებს), ამდენი წლის განმავლობაში მათი გაფრთხილებების უგულებელყოფისათვის". – წერს ედვარდ ლუკასი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები