საქართველოს მთავრობა

პრემიერი: რუსეთმა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა მთელი დასავლეთი, მათ შორის NATO

ნამდვილად, ძალიან რთული სიტუაციაა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში, უკრაინაში. მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი მოძმე ერისადმი, და უკრაინას გამოვუცხადო სოლიდარობა. ბუნებრივია ის, რაც მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების აღიარება დამოუკიდებელ სუბიექტებად აბსოლუტურად მიუღებელია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და საერთოდ, მსოფლიოში ცვლის საერთაშორისო წესრიგს.

რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებ თვალყურს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.  ასევე, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, როგორი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ზოგადად მთელი მსოფლიოს, დასავლური სამყაროს რეაქცია. ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი და ევროპაში ტერიტორიით ყველაზე დიდი სახელმწიფო, არამედ, მოდი პირდაპირ ვთქვათ, მთელი დასავლეთი და მათ შორის ნატოც. ეს სერიოზული ტესტია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, შესაბამისად, ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს და დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები