უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა

უკრაინის ვიცეპრემიერის, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო უწყებებზე კიბერთავდასხმები მიმდინარეობს. ამის სესახებ ფიოდოროვმა Telegram-ზე გაავრცელა. 

"დაახლოებით 4 საათზე დაიწყო მორიგი მსაშტაბური კიბერთავდასმხები ჩვენს სახელმწიფოზე. არსებობს შესაბამისი მონაცემები არაერთი ბანკიდან და ასევე პრობლემები შეექმნა რადას, საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროებს ვებგვერდებს (უკვე მუშაობს)- ეს გამოწვეულია სხვა პროვაიდერიდან ტრაფიკის გადართვით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ზარალი თავდასხმისგან".- წერს ფიოდოროვი. 

უკრაინის სახელმწიფო უწყებებზე კიბერთავდასხმა 15 თებერვალსაც მოხდა. უკრაინის კიბერუსაფრთხოების ცენტრმა განაცხადა, რომ თავდასხმაში შესაძლოა რუსეთი იყოს დამნაშავე. 


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები