უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

რუსეთის საგარეო აშშ-ს სანქციებზე: არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია – ძლიერ პასუხს გავცემთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ძლიერი პასუხი მოჰყვება. საგარეო უწყება სანქციებს არაეფექტურსა და კონტრპროდუქტიულს უწოდებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთს ზიანის მინიმუმამდე შემცირება შეუძლია და ეს მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდეს. 

"აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული სანქციების პაკეტი (უკვე ზედიზედ 101-ე), რომელიც გავლენას ახდენს ფინანსურ სექტორზე იმ პირთა სიის გაფართოებით, რომელთა მიმართ პერსონალური შეზღუდვებია დაწესებული, ემთხვევა ვაშინგტონის მუდმივ მცდელობებს შეცვალოს რუსეთის კურსი. 

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის განვითარების შეფერხების მიზნით გაწეული ძალისხმევა, აშკარად უშედეგო იყო, შეერთებული შტატები კვლავ რეფლექსურად იყენებს შემაკავებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია ამერიკული ინტერესების თვალსაზრისით. 

რუსეთმა დაამტკიცა, რომ სანქციების ყველა ხარჯით, შეუძლია ზიანის მინიმუმამდე შემცირება და კიდევ უფრო მეტიც, სანქციების ზეწოლას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ინტერესები.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამერიკული საგარეო პოლიტიკა არის ერთპოლუსიანი მსოფლიოს სტერეოტიპების ტყვეობაში, აქვს მცდარი რწმენა, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს უფლება და შეუძლია, რომ მსოფლიოს საკუთარი წესები მოახვიოს თავს. მის არსენალში არ არის სხვა საშუალებები, შანტაჟის, დაშინებისა და მუქარების გარდა. სხვა ძირითად საერთაშორისო მოთამაშეებსა და პირველ რიგში რუსეთზე ეს არ მუშაობს. დაე, აშშ-ს ძახილებს მიყვნენ მისი სატელიტები და კლიენტები, რომლებმაც მთლიანად დაკარგეს დამოუკიდებლობა. ჩვენ კი ურთიერთპატივისცემის, თანაბარუფლებიანობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე დაფუძნებული დიპლომატიისთვის ღია ვართ.

ეჭვგარეშეა - სანქციებზე იქნება ძლიერი პასუხი. აუცილებელი არ არის, იყოს სიმეტრიული, თუმცა გაზომილი და საგრძნობი ამერიკული მხარისთვის".- აღნიშნულია განცხადებაში. 

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს აშშ-მდიდმა ბრიტანეთმაევროკავშირმაკანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამ. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე. ევროკავშირის სანქციები დაუწესდა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. დიდი ბრიტანეთის სანქციები 5 ბანკს და სამ მილიარდერს შეეხო.

იაპონიის სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, რამდენიმე რუსი პირის აქტივების გაყინვას, ამასთანავე, იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას. კანადელებს აღარ შეეძლებათ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან ფინანსური ურთიერთობა. მათ ასევე ეკრძალებათ რუსული სუვერენული ვალის შესყიდვა.  ასევე იგეგმება იმ ორი სამთავრობო ბანკის და იმ დეპუტატების სანქცირება, რომლებმაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირეს.

ავსტრალია კი დააწესებს ქვეყანაში მოგზაურობის შეზღუდვებს და  ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რვა წევრზე, სახელმწიფო მაღალჩინოსნებისა და თავდაცვის ხელმძღვანელების ჯგუფზე.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები