კორონავირუსი საქართველოში

1-ლი მარტიდან საქართველოში კოვიდსასტუმროები გაუქმდება

CNN

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1-ლი მარტიდან ქვეყანაში საკარანტინე სივრცეები, კოვიდსასტუმროები გაუქმდება.  

შესაბამისად, დღეიდან, 22 თებერვლიდან კოვიდსასტუმროებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.   

"იზოლაციისთვის სივრცე, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო უზრუნველეყო სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იყო ძალიან დიდი. თვისობრივად დაკარგა აზრი კოვიდსასტუმროების ქონამ და, თავისთავად, შეიცვალა თვისება ვირუსმაც". - ამბობს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე. 


22 თებერვლის მონაცემებით, ყვეყანაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 1 565 769 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 422 540 პაციენტი და გარდაიცვალა – 15 933. 

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. 

კომენტარები