კორონავირუსი საქართველოში

ქორწილებისა და ქელეხების გამართვაზე აკრძალვა მოიხსნა

სოციალური ღონისძებების, მათ შორის, ქორწილების, ქელეხების, წვეულებებისა და დაბადების დღეების გამართვაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ღონისძებებზე დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანისა და ღია სივრცეში 15 ადამიანის დაჯდომა იქნება შესაძლებელი. იგივე წესი იმოქმედებს კვების ობიექტებისთვისაც.  


22 თებერვლის მონაცემებით, ყვეყანაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 1 565 769 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 422 540 პაციენტი და გარდაიცვალა – 15 933. 

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს. 

კომენტარები