ინდოეთი

ინდოეთში ქორწილის დროს, ჭაში ჩავარდნის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, ქალაქ კუშინაგარში ჭაში ჩავარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, უბედური შემთხვევა ქორწილის დროს მოხდა, სადაც სტუმრების ნაწილი ჭაზე დაფარებულ რკინის ნაჭერზე ისხდნენ, რომელმაც სიმძიმეს ვერ გაუძლო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულები ქალები და ბავშვები არიან. 11 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

ინდოეთის პრემიერმინისტრის, ნარენდრა მოდის თქმით, დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციის სახით 2 662 აშშ დოლარს მიიღებენ, დაშავებულები კი 665 აშშ დოლარს. CNN-თან ასოცირებული მედიის, News-18-ის ცნობით კი გარდაცვლილთა ოჯახებს კუშინაგარის ადგილობრივი მთავრობა დამატებით 5 323 აშშ დოლარს გამოუყოფს.

კომენტარები