სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ჰარცელი: კვლავ ვერ ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის ობიექტურ მიზეზებს

ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებელია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში. 

ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლის შედეგად შექმნილ პერსონალურ მონაცემთა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების დანიშვნას.

კომენტარები