საგარეო ვაჭრობა

2022 წლის იანვარში ექსპორტი 47.6%-ით, იმპორტი 38.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2022 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 109 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 41.1 პროცენტით მეტია.

ექსპორტმა 331.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 47.6 პროცენტით მეტია გასული წლის მონაცემებზე, ხოლო იმპორტმა 778.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 38.5%-ით მეტია.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარში 446.7 მილიონი. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 21 თებერვალს გამოქვეყნდება.

კომენტარები