საპენსიო სესხები

დავითაშვილი: მთავარი ამოცანა მომსახურების გაუმჯობესება იყო, საპენსიო სესხებზე 26% მიღწევაა

მთავარი ამოცანა ჩვენი იყო, რომ მომსახურებას, რომელსაც პენსიონერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებენ, არ გაუარესებულიყო, პირიქით, გაუმჯობესდეს. მივიღეთ გადაწყვეტილება და ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ განისაზღვროს მაქსიმალური ზღვარი საპენსიო გასაცემლებზე და მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ესაა სამართლიანი პირობა ბანკებისთვის და ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის განსაზღვრული 26% ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი. საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის პროცენტის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება.

კომენტარები