საპენსიო სესხები

მთავრობა: 150 000-ზე მეტ პენსიონერს 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პროცენტი შეუმცირდება

საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრა, 2024 წლის 22 თებერვალი
მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს 2023 წლამდე აღებულ სესხებზე პროცენტი შეუმცირდება და 2023 წლიდან დაწესებულ პროცენტს გაუტოლდება.

"ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე ლიბერთი ბანკი ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა". - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები