საპენსიო სესხები

საპენსიო სესხის მაქსიმალური პროცენტი 26% იქნება

Shutterstock

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის პროცენტის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება. კომისიის განმარტებით, პროცენტი ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.

კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით. 

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიის საქმიანობაში ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკი.

არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხებზე ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთი 30.65%-ია და მას ლიბერთი ბანკი გასცემს.

კომენტარები