ეკონომიკური ზრდა

კობახიძე: ეკონომიკური ზრდა დიდმა ნაწილმა ჯიბეზე იგრძნო, დიდმა ნაწილმა – ვერა

როდესაც ეკონომიკა იზრდება 10.6%-ით, ეს ნიშნავს იმას, რომ 10.6%-ით უმჯობესდება ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება, ეს  ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ 10.6%-ით უმჯობესდება მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოდ. ეს ვიღაცას საერთოდ არ ეხება, ვიღაცას მეტად, ვიღაცას საშუალოდ ეხება და ა.შ. მაგრამ მთლიანობაში 10.6% ეკონომიკის რეალური ზრდა ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს საშუალოდ 10.6%-ით გაუუმჯობესდათ მდგომარეობა, მაგრამ ეს არის საშუალო. ეს საშუალო ზრდა, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ არ ნიშნავს იმას, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა ვინც იყო, ყველა ან თუნდაც უმრავლესობა ამოვიდა სიღარიბიდან... 

[ეკონომიკური ზრდა] ჯიბეზე იგრძნო ადამიანების დიდმა ნაწილმა, დიდმა ნაწილმა ვერ იგრძნო, იმიტომ, რომ 10.6% ნიშნავს ამას - ვიღაცამ საერთოდ ვერ იგრძნო, ვიღაცამ იგრძნო კარგად, ვიღაცამ იგრძნო საშუალოდ და ა.შ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსზე.

კომენტარები