საქართველო-სომხეთი

საქართველო საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთს პროდუქტ მაწუნის რუსეთში ტრანზიტს უკრძალავს

სომხური გამოცემა Armenpress-ის ინფორმაციით, საქართველო სომხეთს პროდუქციის სახელწოდებით მაწუნ-ის რუსეთში საქართველოს გავლით გატანის საშუალებას არ აძლევს.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს მიხედვით, როგორც საფრანგეთში კონიაკი და შამპანური, საქართველოში  მაწონი დარეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული სავაჭრო ნიშანი (გეოგრაფიული აღნიშვნა, GI არის სახელი ან ნიშანი, რომელიც გამოიყენება პროდუქტზე, რომელიც შეესაბამება კონკრეტულ გეოგრაფიულ მდებარეობას ან ადგილის წარმოშობას). სომეხმა მწარმოებლებმა დაიწყეს მაწუნის ექსპორტი რუსეთში წარწერით "სომხური მთის იოგურტი".

"ჯერ კიდევ 2011 წელს სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე უფლებამოსილმა ორგანომ სახელის მაწონის რეგისტრაციის წინააღმდეგ მიმართა ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს და ამტკიცებდა, რომ ეს სახელწოდება შეიძლება აგვერიოს სომხეთში წარმოებულ მაწუნში. თუმცა, მიმართვა არ იქნა გათვალისწინებული". – თქვა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, გაიანე ანტონიანმა Armenpress-თან. 

ტაბულა Armenpress-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან გადაამოწმებას შეეცდება.

კომენტარები