კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღიური დადებითობა 30.36%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 76 205 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 17 594 პაციენტი. 

დღიური დადებითობა 30.36%-ია, ბოლო 7 დღის - 29.28%, ბოლო 14 დღის კი 26.16%. 

23 134 ახალი შემთხვევიდან თბილისში 10 667 დადასტურდა, აჭარაში - 2 207, იმერეთში - 3 566, ქვემო ქართლში - 1 379, შიდა ქართლში - 1 050, გურიაში - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 1 611, კახეთში - 1 014, მცხეთა-მთიანეთში - 497, სამცხე-ჯავახეთში - 449, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 122.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 295 505 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 071 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 174 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში 208 745 აქტიური შემთხვევაა. 

1 151 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 450 მკურნალობს, აჭარაში - 146, იმერეთში - 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 278 ადამიანია,  მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 44, იმერეთში - 27.


ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს.

კომენტარები