Covid 19-ით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 84 658 ტესტი და დადასტურდა 26 320 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 9 555 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 31.09%, ბოლო 14 დღის - 23.40%, ხოლო ბოლო 7 დღის - 26.38%.
ინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევიდან თბილისში 12 804 გამოვლინდა, აჭარაში - 2 190, იმერეთში – 3 689, ქვემო ქართლში – 1 581, შიდა ქართლში – 1 466, გურიაში – 439, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 623, კახეთში – 1 298, მცხეთა-მთიანეთში – 617, სამცხე-ჯავახეთში – 511, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 102.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 181 293, საიდანაც 5 522 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 041 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 173 730 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 062, მათგან 263 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 226 444 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 030 065 პაციენტი და გარდაიცვალა – 15 060.
ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს.





