მალი

მალიმ საფრანგეთის ელჩი ქვეყნიდან გააძევა

მალის სამხედრო ლიდერებმა საფრანგეთის ელჩი, ჯოელ მეიერი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის "აღმაშფოთებელი" კომენტარების გამო ქვეყნიდან გააძევა.

გასულ კვირას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა თქვა, რომ მალის სამხედრო ხუნტა "უკანონო" და "უკონტროლო" იყო. მალის მთავრობის განცხადების მიხედვით, ელჩს 72 საათი მისცეს ქვეყნის დატოვებისთვის. საფრანგეთმა დაადასტურა, რომ ელჩს გაიხმობს.

ურთიერთობა მალისა და საფრანგეთს შორის მას შემდეგ გართულდა, რაც 2020 წლის აგვისტოში არმიის პოლკოვნიკმა ასიმი გოიტამ თავი სამხედრო ხუნტის ლიდერად გამოაცხადა. მდგომარეობა დაიძაბა მას შემდეგ რაც იანვარში ხუნტამ უარი თქვა თებერვალში არჩევნების ჩატარებაზე და განაცხადა, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას 2025 წლამდე გეგმავს.

დასავლური ქვეყნები ასევე შეშფოთებული არიან მალიში რუსეთის ზრდადი ჩართულობით. როგორც BBC-ი წერს, ბოლო კვირებში მოსკოვმა მალიში სამხედრო საკითხებში მრჩევლები გაგზავნა, რათა ადგილობრივ ძალებს ჯიჰადისტებთან ბრძოლაში კონსულტაცია გაუწიონ. დაუდასტურებელი ცნობებით მალიში რამდენიმე ასეული რუსი დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს.

საფრანგეთმა თავისი სამხედრო ძალები მალიში 2013 წელს ჯიჰადისტების წინააღმდეგ მალის მთავრობის მხარდაჭერისთვის შეიყვანა. საფრანგეთის დახმარებით მალის არმიამ ჩრდილოეთ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება მოახერხა. თუმცა საჰელის რეგიონში მალის უახლოეს თვეებში საფრანგეთი ქვეყანაში თავისი სამხედრო ძალების რაოდენობის შემცირებას გეგმავს.

კომენტარები