მალიში, ქალაქ კენიებასთან ახლოს მდებარე ოქროს მაღაროს ჩამოშლის შედეგად, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით - დაღუპულთა შორის მეტწილად ქალები არიან, ისინი მაღაროელთაგან მიტოვებულ ღია თხრილში, ეკიპირების გარეშე ცდილობდნენ ოქროს მოპოვებას, როცა მიწა ჩამოიშალა და ადამიანები შიგნით მოიყოლა.





