Australian Open

"შენი შრომის ეთიკა და მებრძოლი სული ინსპირაციაა ჩემთვის" – ფედერერი ნადალს ულოცავს

როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალს Australia Open-ის მოგებას ულოცავს და წერს, რომ ესპანელი ჩოგბურთელი დიდებული ჩემპიონია.

"რა თამაში იყო! ჩემს მეგობარსა და შესანიშნავ მეტოქეს - რაფაელ ნადალს. გულწრფელად ვულოცავ, ის გახდა პირველი კაცი ჩოგბურთელი, რომელსაც 21 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. რამდენიმე თვის წინ ერთად ვიცინოდით, რომ ორივე ყავარჯნებით ვიყავით. საოცარია. არასდროს არ შეაფასო არასათანადოდ დიდებული ჩემპიონი. შენი გასაოცარი შრომის ეთიკა, მიზნისკენ სწრაფვა და მებრძოლი სული ჩემთვის და სხვა უთვალავი ადამიანისთვის ინსპირაციაა. 

ვამაყობ, რომ ამ ეპოქას შენთან ერთად ვიზიარებ და პატივცემული ვარ, რადგან მაქვს როლი შენი წინსვლისკენ სწრაფვაში. ისევე, როგორც შენ გაქვს ჩემსაში გასული 18 წლის განმავლობაში. ზუსტად ვიცი, წინ კიდევ გაქვს გამარჯვებები, მაგრამ ახლა ამით დატკბი!", - წერს ფედერერი Instagram-ზე.

რაფაელ ნადალმა, რომელიც ATP-ის რეიტინგში მეხუთე ადგილზეა, Australian Open-ის 5-სეტიან დაძაბულ ფინალში რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფი რუსი დანიილ მედვედევი დაამარცხა და გახდა პირველი კაცი ჩოგბრუთელი, რომელმაც კარიერაში 21 გრანდ სლემის მოგება შეძლო. ამით მან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გადაასწრო, რომელთაც კარიერაში 20-20 გრანდ სლემის ტიტული აქვთ მოპოვებული.

კომენტარები