Australian Open

პირველი სლემი კარიერაში – არინა საბალენკა AUSTRALIAN OPEN-ის გამარჯვებულია

Guardian

არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. ბელარუსი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში პირველი გრანდ სლემის ტიტულია. 

საბალენკამ ფინალში ყაზახი ჩოგბურთელი, უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ელენა რიბაკინა დაამარცხა.

პირველი სეტში ბელარუსი ჩოგბურთელი მალევე დაბრეიქდა, საბალენკას თამაშის მობრუნების შესაძლებლობაც ჰქონდა, თუმცა სეტი რიბაკინას გამარჯვებით, ანგარიშით 6:4 დასრულდა. მეორე სეტი ბელარუსის დიდი უპერატესობით წარიმართა და 6:3 დასრულდა. გადამწყვეტ სეტში რიბაკინა კვლავ დაბრეიქდა და რამდენიმე კარგი შანსის მიუხედავად თამაში ვერ მოაბრუნა, სეტი ანგარიშით 6:4 დასრულდა.

24 წლის საბალენკას WTA-ს 12 ტიტული აქვს მოპოვებული. 2021 წელს ის მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, ამჟამად საბალენკა რეიტინგში მე-6 ადგილზეა.

2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობა 29 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და სტეფანოს ციციპასის შეხვედრით დასრულდება.

კომენტარები