Australian Open

ავსტრალიის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩის ფანები რუსული სიმბოლიკის გამოყენებისთვის დააკავეს

BeFunky

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩის ფანები კორტზე რუსული სიმბოლიკის გამოყენებისთვის დააკავეს.

ტურნირზე აკრძალულია რუსული სიმბოლიკის გამოყენება, თავად რუსი სპორტსმენებიც Australian Open-ზე თეთრი დროშებით ასპარეზობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯოკოვიჩი რუს ჩოგბურთელს, ანდრეი რუბლოვს ეთამაშებოდა, რუსული სიმბოლიკა სერბმა გულშემატკივრებმა გამოიყენეს. ჯოკოვიჩის ფანებს რუსული დროშები და პუტინის გამოსახულებიანი პოსტერები ეჭირათ, ასევე რამდენიმე ადამიანს Z სიმბოლოიანი მაისური ეცვა.

მელბურნის პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

მატჩი ჯოკოვიჩს გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. სერბი ჩოგბურთელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში ვიდეოც გავრცელდა.

კომენტარები