კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე უვადო COVID-პასპორტზე: უკმაყოფილება შეარბილეს – ქვეყნებში სერიოზული გამოსვლები იყო

ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მათი შეხედულებით სწორი იყო. ჩემი შეხედულებით, არ იყო სწორი. მე მწვანე პასპორტს მივცემდი მათ, ვისაც გადატანილი აქვს 6 თვის განმავლობაში, რამეთუ 6 თვის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ იმუნიტეტი არ მუშაობდეს. [...] მწვანე პასპორტი განიხილება როგორც ინსტრუმენტი ვაქცინაციის წახალისებისთვის, რომელმაც ნაკლებად იმუშავა. მე განსხვავებული აზრი მაქვს, იმათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, განსხვავებული აზრი აქვთ. ეჭვი მაქვს, რომ მათ ადამიანების უკმაყოფილება შეარბილეს, ანუ ნაკლები ადამიანი დარჩა უკმაყოფილო იმიტომ, რომ თქვენ ნახეთ, ცივილიზებულ ქვეყნებში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში იმდენად სერიოზული გამოსვლები იყო მწვანე პასპორტების წინააღმდეგ, რომ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი დასჭირდათ. მაკრონი პირდაპირ დაემუქრა. ჩვენთან მთავრობა რომ ასე ვინმეს დამუქრებოდა, არაადამიანობის ათას მუხლს მოუძებნიდნენ. გაგამწარებთო, დაემუქრა მოსახლეობას.

თქვა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში უვადო მწვანე სტატუსი ენიჭებათ კოვიდგადატანილ მოქალაქეებსაც.

კომენტარები