კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: Covid-პასპორტებზე ჩემი განცხადება არასწორად აღიქვეს, შეიძლება, ჩემი ბრალიც იყო

მწვანე პასპორტების საკითხზე ჩემი განცხადება სწორად არ იყო აღქმული, სამწუხაროდ. შეიძლება ჩემი ბრალიც იყო, რომ სრულად არ განვმარტე ეს საკითხი, კითხვასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ ვეყრდნობით იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც გამოცემულია 11 იანვარს. გვქონდა ბევრი მომართვა, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ კოვიდის სიმპტომები, ისინი აღრიცხვაზე იყვნენ 112-ში, ონლაინკლინიკებში, მაგრამ არ ჰქონდათ ტესტი ჩატარებული ან მათი ტესტის პასუხი არ იძებნებოდა პორტალზე, ანუ ბაზაში.

ამ ადამიანებისთვის და მსგავსი შემთხვევებისთვის გამოიცა ბრძანება, რომ ისინი, ვისაც 1 დეკემბრამდე ასეთი პირობა და მოცემულობა ჰქონდათ, თუ იყვნენ აღრიცხულები 112-ში, ონლაინ-კლინიკებში ანუ ოჯახის ექიმი მათ კურირებდა, ამ ცნობების საფუძველზე ისინი აღინუსხებიან პორტალზე და მოხვდებიან მწვანე პასპორტების ბაზაში.

ანუ ეს არ არის ყველა იმ ადამიანზე, ვინც დღეს დარეკავს და გინდა თუ არა, ინფიცირებული ვარ და დამარეგისტრირეთო

NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე TV იმედის ეთერში, თავის განცხადებაზე. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე თქვა - "პირი თუ არ არის გატესტილი, მაგრამ მას ჰქონდა სიმპტომები, ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე მას ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან ბაზაში მწვანე პასპორტისთვის და მოგზაურობისთვის". თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მწვანე სტატუსის მქონედ ჩაითვლებიან ის პირები, რომელთა ტესტირების შედეგები სხვადასხვა მიზეზით არ არის ასახული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ COVID-19-ზე ტესტირების ელექტრონულ მოდელში.

კომენტარები