ეს აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტია, იმიტომ, რომ ის გაიმართა თავისუფლების სახელით, გაიმართა საბჭოელი კულტურის მინისტრის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებებს, ანტიჰუმანურობას გუშინ კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებდა არავინ სხვა, თუ არა ჟორიკ რურუა. ეს ანეკდოტია, სასაცილოა. ასევე, საბჭოთა სტილს და ტონს მიწუნებდა 1930-იან წლებში დაბადებული სააკაშვილის ყოფილი მინისტრი, მეცნიერი იულონ გაგოშიძე. ამბობდა, რომ აქ საბჭოეთიაო და ის იყო საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი 20 წლით ადრე, ვიდრე მე დავიბადებოდი. შესაბამისად, ეს უკვე არის ანეკდოტი. ასევე ეს ის იულონ გაგოშიძეა, რომელიც რაც არ უნდა მნიშვნელოვანი მეცნიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც მოსწონდა სააკაშვილის მინისტრობა და ახლა ითხოვს, რომ იყოს კულტურის სისტემა და კულტურა უფრო მეტად დაცული საქართველოში, ჰგონია, რომ არ არის. ითხოვს მეტ თავისუფლებას კულტურის მინისტრისგან.
კულტურის სამინისტრო
წულუკიანი: აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი, ადამიანის უფლებებს აპროტესტებდა ჟორიკ რურუა
tbl.ge/5u2l
დაკოპირდა

თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 21 იანვარს კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
ამავე თემაზე
- თელავის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ნანუკა ხუსკივაძე იქნება
- წულუკიანი: ლაშა ბაქრაძის განცხადებებმა და ქცევებმა ეჭვქვეშ დააყენა სამინისტროს რეპუტაციაც
- კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე მუზეუმის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა
- წულუკიანი: რუსუდან გლურჯიძის ფილმი შუა ევროპაში გახდა ცენზურის მსხვერპლი
- მთავრობამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ს და ფილარმონიის მართვის უფლება ჩამოართვა




