საგარეო ვაჭრობა

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეული

earth.com

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6%-ით მეტია. 

2021 წელს საქართველოს ექსპორტმა 4.24 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 26.9%-ით მეტია 2020 წლის ექსპორტის მაჩვენებელზე, იმპორტი კი გასულ წელს 10.07 მილიარდი დოლარი იყო, რაც 25.1%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წელს 5.83 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია. 

2021 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან
საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.5 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეული:

  1. თურქეთი - 2.14 მილიარდი დოლარი;
  2. რუსეთი - 1.63 მილიარდი დოლარი;
  3. ჩინეთი - 1.48 მილიარდი დოლარი;
  4. აზერბაიჯანი - 1.13 მილიარდი დოლარი;
  5. აშშ - 819 მილიონი დოლარი;
  6. უკრაინა - 758 მილიონი დოლარი;
  7. სომხეთი - 675 მილიონი დოლარი;
  8. გერმანია - 553 მილიონი დოლარი;
  9. ბულგარეთი - 432 მილიონი დოლარი;
  10. იტალია - 306 მილიონი დოლარი.

2021 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის
მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 815 მილიონი დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.2
პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 477 მილიონი დოლარით
(მთლიანი ექსპორტის 11.3%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 456
მილიონი დოლარით (10.8%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი
ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 898 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 8.9
პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 822 მილიონი დოლარით (იმპორტის 8.2%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და
კონცენტრატები 736 მილიონი დოლარით (იმპორტის 7.3%). 

კომენტარები