ეკონომიკა

თურნავა: საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ჰაბი – სტაბილურობის კუნძულად ვრჩებით

საქართველო, რომელიც რეგიონში უკვე პოზიციონირებს როგორს ლოჯისტიკური ჰაბი, ტურისტული ჰაბი, როგორც საკონფერენციო ჰაბი და ბევრი სხვა თვალსაზრისით, ასევე გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი. სწორედ აქეთ იყო მიმართული პრემიერმინისტრის ინიციატივა. მან დავალება ჯერ კიდევ, გასული წლის ბოლოს გასცა. ჩვენ ვიმუშავეთ, დავამუშავეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი. განსაკუთრებით საინტერესოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული ორი ფინანსური ზონა – დუბაის ფინანსური ცენტრი და აბუ-დაბის სპეციალური ფინანსური ზონა, საიდანაც ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება, ჩვენთანაც იყოს გაზიარებული. მაგალითად, თუნდაც, ორიენტაცია ფინტეკზე და უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებზე საფინანსო სექტორში. აი, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ.

[...] მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, რეგიონი გარკვეული ტურბულენტობით ხასიათდებოდეს, ჩვენ საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულები. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის მიერ და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ აღინიშნება და რეიტინგებშიც აისახება, რომ საქართველო რჩება ერთგვარ სტაბილურობის კუნძულად, თუ სტაბილურობის წერტილად ჩვენს რეგიონში. ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის არის საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, არის კონკრეტული რეფორმებისადმი ერთგულება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რეფორმატორული კურსისგან პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ გადაგვიხვევია. აქ არის პროგნოზირებადი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დღესდღეობით ლარის კურსიც კი არის სტაბილური.

თქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები