საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

"სიმართლეს არ შეესაბამება, მამა პეტრე ჩემი მდივანია?" – მეუფე ზენონი დევნილად ჩაბარებაზე

მეუფე ზენონი

მეუფე ზენონი მამა პეტრე კოლხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთში დევნილად არ ჩაბარებულა და, მისივე სიტყვებით, ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს.  

"არ შეესაბამება სიმართლეს. მამა პეტრე კოლხი რა, ჩემი მდივანია თუ რა არის? ჯერჯერობით არ ვაპირებ დაბრუნებას, იმდენი საქმე მაქვს..." - ამბობს ის მთავართან სატელეფონო ინტერვიუში.  

ტელეკომპანია პირველის კითხვას კი, ჰქონდა თუ არა სუს-ის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ ვინმესთან საუბარი, რომ საქართველოში მასზე შეტევა განხორციელდა, მეუფე ზენონი პასუხობს: 

"ზოგადად, ეს რაც მოხდა, მრავალ ადამიანს შეეხო, ხომ? ათეულობით ადამიანს. ინფორმირებული იყო ევროპა, ბრიტანეთი და ამასთან დაკავშირებით მქონდა საუბრები. ჩემს მეგორბებთან მქონდა საუბრები, მათ აქვთ გარკვეული პოზიციები [თანამდებობა]" - ამბობს ის. 

13 იანვარს მამა პეტრე კოლხმა დაწერა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია "სარწმუნო წყარომ" მიაწოდა. მოგვიანებით მამა პეტრემ თქვა, რომ ინფორმაცია მას დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ მიაწოდა. 

"უახლესი ინფორმაციით, რომელიც სარწმუნო წყარომ მომაწოდა, ქართული სამოციქულო ეკლესიიის წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი, ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა!" - წერს ის. 

კომენტარები